„პირველი საკრედიტო კავშირის“ ძირითადი რგოლებისა და მიმართულებების მენეჯერებს წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებიც ყოვედღიურად ზრუნავენ კავშირში ინვესტირებული ფულადი სახსრების ეფექტურ მართვაზე და შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან კავშირის წევრების წინაშე.  

 

 

მამუკა მაჭავარიანი

 

პირველი საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე“, დაიბადა 1972 წელს ქ.თბილისში.

 

მას გააჩნია 15 წლის მენეჯერული გამოცდილება საბანკო და საფინანსო სფეროებში. მუშაობის გამოცდილება აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

 

მამუკა მაჭავარიანი  5 წლის განმავლობაში გახლდათ სს „თბილკომბანკის“ CEO/აღმასრულებელი დირექტორი.

 

დაამთავრა თსუ-ს ეკონომიკური, იურიდიული ფაკულტეტები, ასევე ასპირანტურა. მიიღო მაგისტრის წოდება MBA Stockholm School of Economics, Georgetown University, Harvard University, Wharton Business School, SAIS Johns Hopkins University. თავისუფლად ფლობს ქართულ, უკრაინულ, ინგლისურ და რუსულ ენებს; გერმანულს საშუალოდ. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

 

 

 

გივი კორინთელი

 

2011 წლის 1 სექტემბრიდან „პირველი საკრედიტო კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი. დაიბადა 1976 წელს ქ. თბილისში.

 

მის პასუხისმგებლობაში შედის: კავშირის სტრატეგიული  განვითარება, საოპერაციო საქმიანობის სრულყოფა და კავშირის ყველა შემადგენელი რგოლის გამართული, შეუფერხებელი და სისტემური მუშაობა.

 

სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა შემდეგ პოზიციებზე:
2009 – 2011 წლები – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროკრედიტი“–ს დირექტორი
2008 – 2009 წლები – დეველოპერული კომპანია „გრინ დეველოპმენტის“–დირექტორი
2005–2008 წლები, კერძო ბიზნესის მფლობელი პროექტების მართვის საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით.
2002–2004 წლები დეველოპერული კომპანია „აქსისი“–ს ფინანსური მენეჯერი
1996–2002 წლები – სს „თბილუნივერსალბანკი“–ს სხვადასხვა პოზიციები, სპეციალიზირებული მიმართულებები:  ხაზინა, აქტივ–პასივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობა. ბანკის დირექტორთა საბჭოსა და აქტივ–პასივების მართვის საბჭოს წევრი.

 

გივი კორინთელს 1998 წელს დამთავრებული აქვს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი – მაკროეკონომიკის სპეციალობით. აქვს გავლილი პრაქტიკა მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი ბანკი „Deutsche Bank"–ის ფრანკფურტის ოფისში. სხვადასხვა სემინარისა და სასწავლო კურსის მონაწილე აშშ–სა და დიდ ბრიტანეტში. ჰყავს მეუღლე.